Financial Analytics Mentor GEO is open at Academy of Digital Industries in Tbilisi, Tbilisi, Georgia (hybrid). Posted on Nov 25, 2026, and still on Academy of Digital Industries’s careers page when we last checked, on Nov 25, 2026.
About the role
About Academy of the Digital Industries
ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.
დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.
2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.
როლის მოკლე აღწერა
ვეძებთ გამოცდილ ფინანსური ანალიტიკის მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას. საუკეთესო კანდიდატი იქნება ფინანსური ანალიზის პრაქტიკოსი ექსპერტი, რომელსაც რეალურ კომპანიებში აქვს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის, ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების გამოცდილება და შეუძლია რთული ფინანსური საკითხები სტუდენტებისთვის გასაგებ, პრაქტიკულ უნარებად გადააქციოს.
მენტორი სტუდენტებს ასწავლის, როგორ წაიკითხონ და გააანალიზონ ფინანსური ანგარიშგება, როგორ შეაფასონ კომპანიის მომგებიანობა და ფინანსური მდგომარეობა, როგორ შეადგინონ ბიუჯეტი და პროგნოზი და როგორ დაეყრდნონ ამ ანალიზს გადაწყვეტილების მიღებაში.
ძირითადი მოვალეობები
- წაუძღვეთ ონლაინ ან ადგილზე ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიურ ჩართულობას და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;
- ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით;
- ასწავლოთ ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიში, ფულადი ნაკადები) ანალიზი;
- ასწავლოთ ფინანსური კოეფიციენტების გამოყენება კომპანიის მომგებიანობის, ეფექტიანობისა და ფინანსური სტრუქტურის შესაფასებლად;
- ასწავლოთ ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ფაქტობრივი შედეგების გეგმასთან შედარება;
- ასწავლოთ ფინანსური მოდელების აგება Excel-ში;
- გააცნოთ სტუდენტებს ფინანსური მონაცემების ვიზუალიზაცია და რეპორტინგი დეშბორდებით;
- ასწავლოთ ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია და გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა;
- AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება ფინანსური ანალიზის პროცესის გასამარტივებლად და ოპტიმიზაციისთვის;
- მოამზადოთ რეალურ ქეისებზე დაფუძნებული პრაქტიკული დავალებები და დასკვნითი პროექტი (მაგ. კომპანიის სრული ფინანსური ანალიზი ბიუჯეტითა და რეკომენდაციებით);
- შეაფასოთ სტუდენტების ნამუშევრები და მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი;
- ფინანსური ანალიტიკის თანამედროვე ტენდენციები და პრაქტიკები ინტეგრირეთ სასწავლო პროცესში.
Requirements
- ფინანსური ანალიზის, FP&A-ის, კონტროლინგის ან კორპორატიული ფინანსების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგებისა და ფინანსური კოეფიციენტების ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა;
- ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
- Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (ფინანსური მოდელირება, pivot tables, რთული ფორმულები);
- ფინანსური მონაცემების ვიზუალიზაციისა და რეპორტინგისთვის BI ინსტრუმენტის (მაგ. Power BI) გამოყენების გამოცდილება.
- სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი.
- ვორქშოფების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- რთული ტექნიკური საკითხების ნათლად, მარტივად და საინტერესოდ ახსნის უნარი.
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
- შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
- სხვადასხვა დონის სტუდენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი -სრულად დამწყებებიდან მოწინავე მომხმარებლებამდე.
- ქართული ენის თავისუფალი ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
- 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
- ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
- სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
- რეფერალ პროგრამას;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.
The employer’s own description, as published on Academy of Digital Industries’s careers page.
Hiring at Academy of Digital Industries
Academy of Digital Industries has 9 open roles right now, 1 of them remote. Most are in Operations, Marketing & Community and Sales & Business Development. See all its roles
