Home / Operations / Event Management Mentor GEO

Event Management Mentor GEO

Academy of Digital Industries · Tbilisi, Tbilisi, Georgia
✓ Employer’s own postingHybrid

Event Management Mentor GEO is open at Academy of Digital Industries in Tbilisi, Tbilisi, Georgia (hybrid). Posted on Nov 25, 2026, and still on Academy of Digital Industries’s careers page when we last checked, on Nov 25, 2026.

About the role

About Academy of the Digital Industries

ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის, ადგილობრივ ბაზარზე ციფრულ ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადაჭრაზე.

დღეს ADI ქვეყანაში ყველაზე აღიარებული ციფრული სასწავლო პლატფორმაა, რომელიც ცნობილია პრაქტიკული მიდგომებით, ექსპერტი მენტორებით და კარიერის განვითარებაზე მიმართული პროგრამებით. ჩვენ ათასობით სტუდენტს დავეხმარეთ კარიერის წამოწყებაში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მარკეტინგში, დიზაინში, პროგრამირებაში და სხვა სფეროებში.

2023 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა Tether. ეს ინიციატივა ჩვენი მისიის გლობალურ ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც უკვე ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია მიიღოს პრაქტიკული, კარიერის განვითარებაზე მიმართული განათლება.

როლის მოკლე აღწერა

ვეძებთ გამოცდილ ივენთ მენეჯმენტის მენტორს, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ, ინდუსტრიაზე ორიენტირებულ სასწავლო გამოცდილებას. საუკეთესო კანდიდატი იქნება ივენთ ინდუსტრიის პრაქტიკოსი ექსპერტი, რომელსაც რეალურად აქვს დაგეგმილი და განხორციელებული კორპორატიული, კულტურული, საკონფერენციო ან სხვა ფორმატის ღონისძიებები და შეუძლია ეს გამოცდილება სტუდენტებისთვის გასაგებ, პრაქტიკულ უნარებად გადააქციოს.

მენტორი სტუდენტებს ივენთის სრულ ციკლს გააცნობს, იდეიდან და ბიუჯეტირებიდან დაწყებული, ლოჯისტიკით, ვენდორებთან მუშაობით, რისკების მართვითა და სპონსორშიპით დამთავრებული, ღონისძიების შეფასებამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • წაუძღვეთ ონლაინ ან ადგილზე ვორქშოფებს დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც ხელს შეუწყობს აქტიურ ჩართულობას და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;
  • ჩაატაროთ პრაქტიკული ტრენინგები „Learning by Doing“ მიდგომით;
  • ასწავლოთ ივენთის სრული ციკლი: კონცეფცია, დაგეგმვა, ბიუჯეტირება, ლოჯისტიკა, განხორციელება და პოსტ-ივენთ შეფასება;
  • გააცნოთ სტუდენტებს ვენდორებთან, ვენიუებთან და პარტნიორებთან მუშაობის, მოლაპარაკებისა და კონტრაქტირების პრაქტიკა;
  • ასწავლოთ ივენთის მარკეტინგი, მონაწილეთა რეგისტრაცია და კომუნიკაცია, სპონსორების მოზიდვის საფუძვლები;
  • ასწავლოთ რისკების იდენტიფიცირება და გაუთვალისწინებელ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება ივენთის დაგეგმვის, კონტენტისა და ოპტიმიზაციისთვის;
  • მოამზადოთ პრაქტიკული დავალებები და დასკვნითი პროექტი (მაგ. სრული ივენთის გეგმა ბიუჯეტით და პრეზენტაციით);
  • შეაფასოთ სტუდენტების ნამუშევრები და მიაწოდოთ კონსტრუქციული უკუკავშირი;
  • ივენთ ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციები (ჰიბრიდული და ციფრული ივენთები, მდგრადობა და სხვ.) ინტეგრირეთ სასწავლო პროცესში.

Requirements

  • ივენთ მენეჯმენტის, ღონისძიებების ორგანიზების მუშაობის მინიმუმ 6-წლიანი გამოცდილება;
  • რეალური ივენთების სრული ციკლის (დაგეგმვიდან შეფასებამდე) მართვის გამოცდილება;
  • ბიუჯეტის შედგენისა და კონტროლის, ვენდორებთან მოლაპარაკებისა და ლოჯისტიკის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ივენთ პროექტების გუნდთან ერთად ხელმძღვანელობის გამოცდილება.
  • სწავლების მიმართ გატაცება და სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის უნარი.
  • ვორქშოფების, ლექციების ან კორპორატიული ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • რთული ტექნიკური საკითხების ნათლად, მარტივად და საინტერესოდ ახსნის უნარი.
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
  • შესანიშნავი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
  • სხვადასხვა დონის სტუდენტებთან ეფექტურად მუშაობის უნარი -სრულად დამწყებებიდან მოწინავე მომხმარებლებამდე.
  • ქართული ენის თავისუფალი ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
  • 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
  • ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
  • სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
  • რეფერალ პროგრამას;
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ, ასევე ლოკალურ ივენთებს.

The employer’s own description, as published on Academy of Digital Industries’s careers page.

Hiring at Academy of Digital Industries

Academy of Digital Industries has 9 open roles right now, 1 of them remote. Most are in Operations, Marketing & Community and Sales & Business Development. See all its roles

Similar Operations jobs

All Operations jobs
Apply on company site